Sunday, December 1, 2013
Saturday, April 3, 2010
ოქროს კვეთა
პროექტის მიზნი: ოქროს კვეთის როლი: ხელოვნებაში, არქიტერქტურაში, ბიოლოგიაში, მუსიკაში, მოდასა და ტექნიკაში.
პროექტის სრული აღწერა:
მოსწავლეები დაყოფილნი არიან ჯგუფებად. თითოეულ ჯგუფში 4-5 მოსწავლეა. ჯგუფს ეძლევა თემა: მოიძიონ ოქროს კვეთის მაგალითები.
I ჯგუფმა - მათემატიკაში;
II ჯგუფმა ბიოლოგიასა და ბუნებაში;
III ჯგუფმა - მხატვრობაში, არქიტექტურასა და მუსიკაში;
IV ჯგუფმა - მოდაში;
V ჯგუფმა - თანამედროვე ტექნიკაში.
მოზიებული მასალის საფუძველზე ეცნობიან ოქროს კვეთის პროპორციებს რომ პითაგორელები, ჯერ კიდევ მეექვსე საუკუნეში მონაკვეთების შეფარდებაში მაგიურსა და ზებუნებრივს ეძიებდნენ. მათი ნიშანი წესიერი ხუთკუთხედის დიაგონალებით შედგენილი ხუთქიმიანი ვარსკვლავი იყო. ნებისმიერი დიაგონალი მეზობელი წვეროდან გამოსულ ორივე დიაგონალს ოქროს კვეთის პრინციპით ყოფს.
ოქროს კვეთის შესახებ ამ დროის ერთ-ერთ უდიდეს მათემატიკოსს ლუკა პაჩოლის მოჰყავს ოქროს კვეთის 13 თვისება და თითოეულს ასეთი ეპითეტით ამკობს: "განსაკუთრებული", "უბრწყინვალესი", "უშესანიშნავესი", "ენითუთქმელი", "ზებუნებრივი", და ა.შ. წიგნის "ღვთაებრივი პროპორციის" ავტორი ლეონარდო დავინჩი იყო. მას ეკუთვნის ტერმინი "ოქროს კვეთა".
ოქროს კვეთის პრინციპს იყენებენ ხუროთმოძღვრებასა და ხელოვნებაში. ბევრი ხუროთმოძღვული შედევრი ამ პრინციპითაა აგებული, მაგ. მცხეთი ჯვარი, სამების საკათედრო ტაძარი. არც კომპოზიტორები და პოეტები დარჩენილან "გულგრილნი". უნგრელმა კომპოზიტორმა ბარტოკმა თავისი ნაწარმოებები ამ პრინციპს დააფუძვნა. თვით შოთა რუსთაველის პოეზიაც ამ პრინციპზეა აგებული. ესაა შაირი შაირი (3 და 5 მარცვლიანი). 8-ის ოქროს კვეთით მიიღება 3 და 5.
სიმეტრია არსებობს ექვივალენტური (5, 3 5,3) ინერსიული (5, 3 3, 5) ყველა ეს მასალა მათ მიერ არის მოძიებული და თვითონ განიხილავენ ამ საკითხებს. მოძიებული აქვთ სურათები და ტექსტები.აკეთებენ პრეზენტაციას.
მოსწავლეთა ასაკი: 14- 16 წელი.
ვადები: ერთი ტრიმესტრი.
პროექტის შესაძლო აქტივობები:
ჩატარდება გაკვეთილი თემის ირგვლივ, მოსმენილი იქნება თითოეული ბავშვის მიერ მოძიებული მასალა. განსხვავებული გაკვეთილი ჩატარდება მათემატიკაში, ხელოვნებაში, ბიოლოგიაში. (ინტეგრირებული).
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: ჯგუფის წევრები გაზომავენ ერთ-ერთი ჯგუფის წევრის მთლიან სიგრძეს, თავის სიგრძესა და თავამდე სიგრძეს. თვითონ გამოთვლიან და ჩაწერენ პროპორციას. ჯგუფები ერთმანეთს გაუზიარებენ შედეგებს. საბოლოოდ გადაწყდება კედლის გაზეთის გაკეთება მოძიებული მასალის მიხედვით.
ასევე მაგალითისათვის შესაძლებელია ჰერბარიუმიდან რომელიმე მწერის აღება, მაგ. პეპლის და მის პროპორციების გამოთვლა.
სასარგებლო სხვებისათვის: შესაძლებელია გაკვეთილზე ოჯახის წევრების დასწრება. ისინი დაინახავენ ამ კვეთის "სასწაულებს".
სამუშო ენა: ქართული
მონაწილეები სხვა სკოლებიდან: შეუძლიათ მოიწვიონ მეგობრები.
საგნებთნა, საგნობრივ ჯგუფებთან, ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: კავშირი სხვადასხვა საგნებთან (ისტორია, ხელოვნება, მათემატიკა, ბიოლოგია). ცხადია გაკვეთილი იქნება ეროვნულ სასწავლო გეგმასთან დაკავშირებული.
პროექტის ფასილიტატორი: ელენე მეფარიშვილი.
ფასილიტატორის ელ. ფოსტა: elnutsa@gmail.com
ჩემი პორტფოლიო:
გაკვეთილის გეგმა: "არითმეტიკული პროგრესია"
Subscribe to:
Posts (Atom)